საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატის უფლებათა დაცვის კომისიამ პირველი სხდომა გამართა

4 თებერვალი 2014

დღეს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატის უფლებების დაცვის კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.

სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა ისაუბრა კომისიის მიმართულებებზე და პრიორიტეტებზე, კომისიის მნიშვნელობაზე ადვოკატის პროფესიული უფლებების დაცვის კუთხით მან აღნიშნა, რომ ადვოკატის ინსტიტუტის გაძლიერების, განვითარების და დაცვის კუთხით ძალიან გაიზარდა საერთაშორისო მხარდაჭერა და ინტერესი.

 

სხდომაზე გაიმართა მსჯელობა სამომავლო გეგმებზე და ღონისძიებებზე. პირველ ეტაპზე, კომისიის შეგნით შეიქმნა ორი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის  საერთაშორისო პრაქტიკას ადვოკატის ინსტიტუციური დაცვის საკითხებთან დაკავშირებით საკანონმდებლო დონეზე და მოამზადებს რეკომენდაციებს ადვოკატთა შესახებ კანონში ცვლილებების შესატანად და მეორე ჯგუფი მოამზადებს სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლის თანახმად ადვოკატის  პროფესიული საქმიანობისათვის ხელისშეშლა გახდება დასჯადი. ორივე ჯგუფს დაევალა ერთი თვის ვადაში მომზადონ ცვლილებების პაკეტი, რომელიც აღმასრულებელ საბჭოს განსახილველად წარედგინება.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი